„სიენენის“ ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების გუნდი თეთრ სახლში იმყოფება

17:15, 08.01.2020

ტელეკომპანია „სიენენის“ ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების გუნდი რამდენიმე წუთის წინ თეთრ სახლში მივიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თეთრ სახლში იმყოფებიან: ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, რობერტ ო’ბრაიენი და ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ განცხადებას დილით გააკეთებს.

ცნობისთვის, ირანმა ერაყის ტერიტორიაზე განლაგებულ ორ სამხედრო ბაზაზე 8 იანვარს ღამით სარაკეტო დარტყმები განახორციელა. თეირანში განაცხადეს, რომ ეს იყო პასუხი აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად ირანელი გენერლის ლიკვიდაციაზე.

მსგავსი