„სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხვალ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხვალ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს, – ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, სანქციების ახალი პაკეტი გულისხმობს რუსეთში ყველა ინვესტიციის აკრძალვას, გაიზრდება სანქციები ფინანსურ ინსტიტუტებზე, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათ ოჯახებზე.
„უკვე დავადასტურეთ, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, ბუჩადან გავრცელებული ინფორმაცია სამხედრო დანაშაულის დამატებით მტკიცებულებებს აჩენს და როგორც პრეზიდენტმა თქვა, ვიმუშავებთ მსოფლიოსთან ერთად იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რუსეთი პასუხს აგებს ამ დანაშაულებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ხელსაწყო სანქციებია და ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ სამომავლო სანქციებზე“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.