„სიენენის“ ცნობით, თეთრმა სახლმა მათ ჟურნალისტებს დონალდ ტრამპთან ერთად თვითმფრინავით მგზავრობის უფლება არ მისცა

13:02, 26.09.2026

თეთრმა სახლმა „სიენენის“ ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად თვითმფრინავით მგზავრობის უფლება არ მისცა.

ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად უნდა ემგზავრათ ტენესის შტატში 26 სექტემბერს დაგეგმილი ვიზიტისას.

აღნიშნულის შესახებ „სიენენის“ განცხადებაშია ნათქვამი.

ტრამპი ტენესის შტატში ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად მიემგზავრებოდა.

ცნობისთვის, 21 სექტემბერს „პოლიტოკომ“, „სიენენმა“ და MS NOW-მ განაცხადეს, რომ ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეაქვთ იმ მიზნით, რომ მათ ჟურნალისტებს დაუყოვნებლივ აღუდგეთ წვდომა თეთრ სახლში.

მოგვიანებით, თეთრს სახლში დაგეგმილ ოფიციალური ღონისძიებებს ბოიკოტი გამოუცხადეს ტელეკომპანიებმა „ეიბისიმ“, „სიბიესმა“, „ენბისიმ“ და ტრამპის მიმართ ლოიალურად განწყობილმა „ფიქს ნიუსმაც“ კი. მედიის პროტესტს შეუერთდნენ გაზეთები – „ნიუ იორკ თაიმსი“ და „ვაშინგტონ პოსტი“. მათ შეწყვიტეს პრეზიდენტთან დაკავშირებული ოფიციალური კადრებისა და მასალების გამოქვეყნება.

24 სექტემბერს „პოლიტიკოს“, „სიენენის“ და MS NOW-ს ჟურნალისტებს თეთრ სახლში წვდომა აღუდგინეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ დაეშვა თეთრ სახლში ამ მედიასაშუალების წარმომადგენლები.

მსგავსი