„სიენენის“ ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ და ჯო ბაიდენი ირანის თავდასხმაზე ისრაელის საპასუხო რეაქციას დღეს სატელეფონო საუბრისას განიხილავენ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ირანის თავდასხმაზე ისრაელის საპასუხო რეაქციას დღეს სატელეფონო საუბრისას განიხილავენ, – ამის შესახებ „სიენენი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
„სიენენის“ ცნობით, ეს იქნება ორ ლიდერს შორის პირველი სატელეფონო საუბარი ბოლო 49 დღის განმავლობაში.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი შეერთებულ შტატებში უახლოეს საათებში უნდა გაფრენილიყო. მას შეხვედრები უნდა გაემართა თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან. თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გალანტის ვიზიტს ბლოკავს, რადგან მას სურს, ჯერ ბაიდენთან ისაუბროს ისრაელის დაგეგმილი საპასუხო მოქმედების შესახებ ირანის წინააღმდეგ.