„სიენენი“ - უკრაინელი სამხედროები რუსულ ძალებს კიევის აღმოსავლეთით უკან დახევას აიძულებენ
„სიენენი“ - უკრაინელი სამხედროები რუსულ ძალებს კიევის აღმოსავლეთით უკან დახევას აიძულებენ

უკრაინელი სამხედროები რუსულ ძალებს კიევის აღმოსავლეთით უკან დახევას აიძულებენ. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა „სიენენს“ განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ძალები ამჟამად დედაქალაქიდან 55 კილომეტრში იმყოფებოდნენ, ერთი დღით ადრე კი, ეს დისტანცია 25-35 კილომეტრს შეადგენდა. დედაქალაქის დასავლეთით კი, 15-20 კილომეტრში, საოკუპაციო ძალები თხრილებს ავლებენ და პოზიციებს ამაგრებენ.

რუსეთის შეიარაღებული ძალები დონბასის მიდამოებში უფრო გააქტიურებული არიან.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, კიევის ოლქში 12 ათასამდე რუსი ოკუპანტია, მათგან 3 000 ალყაშია.