„სიენენი“ სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსი სამხედროები კიევთან თხრილებს ავლებენ
რუსეთის შეიარაღებული ძალები კიევის მახლობლად განთავსებული სამხედრო ტექნიკის გარშემო თხრილებს ავლებენ და მათ გარშემო სიმაგრეებს აგებენ. ინფორმაციას „სიენენი“ Maxar Technologies მიერ გადაღებულ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გათხრილი ორმოები, საფორტიფიკაციო ნაგებობებით, შენიშნეს რუსების პოზიციებზე სოფელ ოზერასთან და გოსტომელში, ანტონოვის აეროპორტის გარშემო.
გარდა ამისა, დამატებითი სამხედრო ტექნიკა, მიწის სიმაგრეებით, დაფიქსირდა ჩრდილო-დასავლეთით, ბოროდიანკასა და ზდვიჟევკაში.