„სიენენი“ - რუსეთმა უკრაინაში ინტერვენციისას გამოყენებული სამხედრო აქტივების 8-10 პროცენტი დაკარგა
რუსეთმა უკრაინაში ინტერვენციისას გამოყენებული სამხედრო აქტივების 8-10 პროცენტი დაკარგა, – ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენი“ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანიას ანონიმურმა წყარომ განუცხადა, უკრაინაში შეჭრისას გამოყენებული სამხედრო აქტივების 8-დან 10 პროცენტამდე ახლა განადგურებული ან გამოუსადეგარია. სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის დანაკარგი მოიცავს ტანკებს, ავიაციას, არტილერიას და სხვა სამხედრო აქტივებს.
ამავე შეფასებით, უკრაინამ ასევე დაკარგა თავისი სამხედრო აქტივების იგივე პროცენტი, რაც რუსეთმა.