„სიენენი“ – ჯო ბაიდენი გეგმავს, ფედერალური უწყებების ყველა თანამშრომლისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს
„სიენენი“ – ჯო ბაიდენი გეგმავს, ფედერალური უწყებების ყველა თანამშრომლისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დღეს განცხადებას გააკეთებს. როგორც ამერიკული ტელეკომპანია „სიენენიიუწყება, აშშ-ის ლიდერი ფედერალური მუშაკებისთვის ვაქცინაციის წესების გამკაცრებას გეგმავს.

კერძოდ, მედიასაშუალების ცნობით, პრეზიდენტი გეგმავს, ხელი მოაწეროს აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ფედერალური უწყებების ყველა თანამშრომლისთვის „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ვაქცინაციას სავალდებულოს გახდის. ამასთან, ფედერალურ მუშაკს არ ექნება შესაძლებლობა, ვაქცინაციის ნაცლად რეგულარულად წარადგინოს კორონავირუსის ტესტის პასუხი.

ამასთან, პრეზიდენტი გეგმავს, გამოსცეს აღმასრულებელი განკარგულება, როლის მიხედვითაც, სავალდებულო ვაქცინაციის ანალოგიური სტანდარტი გავრცელდება ყველა ისეთი კონტრაქტორი კომპანიის პერსონალზე, რომელიც ფედერალურ მთავრობასთან თანამშრომლობს.

გეგმა, რომელსაც ჯო ბაიდენი გამოაცხადებს, ექვსი ნაწილისგან შედგება და მასზე მუშაობა პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა გუშინ დაასრულა.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა „სიენენს“ განუცხადა გეგმის მთავარი ელემენტებიააუცრელების ვაქცინაცია; ვაქცინირებულების დაცვის გაძლიერება ე.წ. ბუსტერ-დოზებით; სკოლებში სასწავლო პროცესის შენარჩუნება; ტესტირების გააქტიურება და პირბადეების ტარების მოთხოვნა; ეკონომიკის აღდგენა; კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა მკურნალობა.