„სიენენი“ - გერმანიაში „კოვიდ 19“-ით ჯამში 20 400 ჯანდაცვის მუშაკი დაინფიცირდა
„სიენენი“ - გერმანიაში „კოვიდ 19“-ით ჯამში 20 400 ჯანდაცვის მუშაკი დაინფიცირდა

გერმანიაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ 19“-ით 20 400 ჯანდაცვის მუშაკი დაინფიცირდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

საერთო ჯამში ვირუსით ქვეყანაში 61 მედიცინის მუშაკია გარდაცვლილი, 19 100 კი, გამოჯანმრთელდა.

საერთო სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ 19“-ის 177 574 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 8 077 ინფიცირებული დაიღუპა.