„სიენენი“ – დონალდ ტრამპმა თავის მრჩევლებს განუცხადა, რომ სურს შეხვედრა გამართოს ირანელ ოფიციალურ პირებთან გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, თუ პირობები ხელსაყრელი იქნება

17:18, 22.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის მრჩევლებს განუცხადა, რომ სურს შეხვედრა გამართოს ირანელ ოფიციალურ პირებთან, რომლებიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში იმყოფებიან, „თუ პირობები ხელსაყრელი იქნება“. ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა პირმა „სიენენს“ განუცხადა.

სიენენის “თანახმად, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით წამოჭრილი შიდა განხილვები ძირითადად იმ საკითხს ეხება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ასეთი საუბარი ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობისთვის, გამონახოს გზა ირანთან მიმდინარე კონფლიქტის დასასრულებლად.

ოფიციალური პირის თქმით, ასევე არსებობს გარკვეული სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, სარგებლობენ თუ არა ნიუ-იორკში მყოფი წარმომადგენლები აიათოლა მოჯთაბა ხამენეის ნდობით.

ასევე, ოფიციალური პირი აცხადებს, რომ გაურკვეველია, მზად არიან თუ არა ირანული მხარის წარმომადგენლები პოტენციური შეხვედრისთვის.

შემცირებული შემადგენლობის დელეგაციის წევრებს შორის არიან ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი.

მსგავსი