„სიენენი“ - დონალდ ტრამპმა ბოლო პერიოდში, სულ მცირე, 37-ჯერ განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმებასთან ახლოს იყო
აშშ-ის პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში, სულ მცირე, 37-ჯერ განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმებასთან ახლოს იყო. ამის შესახებ „სიენენი“ წერს. მედიის ცნობით, ორ თვეზე მეტია, რაც ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმებასთან ახლოსაა, ხოლო სოციალურ ქსელში და ჟურნალისტებთან საუბრისას, სულ მცირე, 37-ჯერ განაცხადა ამის თაობაზე.
7 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში დონალდ ტრამპი წერდა, რომ ორი კვირა სჭირდებოდა შეთანხმების დასასრულებლად და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია, რომ ეს გრძელვადიანი პრობლემა მოგვარებასთან ახლოსაა.
„დღეს არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ეს უფრო რეალურია, ვიდრე 7 აპრილს იყო. თუმცა ტრამპი ამას გამუდმებით იმეორებს, ან იმიტომ, რომ დელუზიურია, ფინანსური ბაზრების დამშვიდებას ცდილობს, ან იმიტომ, რომ ფიქრობს, რომ ამის განხორციელება შეუძლია“, – წერს „სიენენი“.