„სიენენი“ - დონალდ ტრამპი ჯონ ბოლტონის ადგილზე მაიკ პომპეოს დანიშვნას განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შესაძლოა, მაიკ პომპეო გახდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს.
ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ჯერ გაურკვეველია, რამდენად სერიოზულად განიხილავს დონალდ ტრამპი პომპეოს კანდიდატურას, თუმცა თუ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ პომპეო ერთდროულად დაიკავებს ტრამპის მრჩევლისა და სახელმწიფო მდივნის თანამდებობას.
ბოლოს ანალოგიური შემთხვევა 50 წლის წინ მოხდა. ჰენრი კისინჯერი ორი წლის განმავლობაში ერთდროულად იკავებდა აღნიშნულ ორ თანამდებობას.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი 10 სექტემბერს დაითხოვა.