„სიენენი“ – დასავლელი მოკავშირეები მოუწოდებენ უკრაინას, უარი თქვას ბახმუტში სასტიკ ბრძოლებზე და ყურადღება გაამახვილოს სამხრეთით შეტევაზე, მაგრამ ზელენსკი ამისთვის მზად არ არის

19:33, 24.01.2023
Ukrainian servicemen fire an anti-aircraft gun towards Russian positions on a frontline near the town of Bakhmut, amid Russia's attack on Ukraine, in Donetsk region, Ukraine January 15, 2023. REUTERS/Oleksandr Ratushniak

დასავლელი მოკავშირეები მოუწოდებენ უკრაინას, უარი თქვას ბახმუტში სასტიკ ბრძოლებზე და ყურადღება გაამახვილოს სამხრეთით შეტევაზე, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტის დათმობისთვის მზად არ არის, – ამის შესახებ „სიენენი“ აშშ-ის და უკრაინის მთავრობების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

„ეს არის სასტიკი და გამანადგურებელი ბრძოლა. ყოველდღიურად თითოეული მხარე ცვლის 100-400 მეტრ მიწას და რამდენიმე ათას საარტილერიო გასროლას. ბახმუტი ნაკლებად მიმზიდველია სამხედრო თვალსაზრისით, რაიმე სახის ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ვიდრე ეს შეიძლებოდა ყოფილიყო, ასე რომ არ ყოფილიყო განადგურებული“, – უთხრა დასავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის დაზვერვის წარმომადგენელმა „სიენენს“.

ბახმუტი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ქალაქ დონეცკსა და ლუგანსკს შორის მდებარეობს. ძლიერმა დაბომბვამ ქალაქი თითქმის მთლიანად გაანადგურა.

მსგავსი