„სიენენი“ - ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ აპირებს, გაზარდოს უკრაინის თავდაცვითი და ლეტალური იარაღით დახმარება
„სიენენი“ - ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ აპირებს, გაზარდოს უკრაინის თავდაცვითი და ლეტალური იარაღით დახმარება

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აპირებს, ისარგებლოს „დიდი შვიდეულისა“ და ნატო-ს მინისტერიალით, რათა პარტნიორებთან თანამშრომლობით, არსებითად გაზარდოს უკრაინის თავდაცვითი და ლეტალური იარაღით დახმარება. ამის შესახებ ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას აცნობა.

ინფორმაციას „სიენენი“ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, „დაუნინგ სთრითის“ ცნობით, ამით ჯონსონს სურს, რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში, ზელენსკის პოზიციები უფრო განამტკიცოს და ერთგვარი ზეწოლა განახორციელოს პუტინის რეჟიმზე.