„სიენენი“ - ბაიდენი და პუტინი სატელეფონო საუბარს გამართავენ, დაგეგმილია მაკრონი-პუტინის სატელეფონო საუბარიც
„სიენენის“ ცნობით, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს გამართავენ.
„სიენენის“ ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სატელეფონო საუბარს დღეს გამართავენ. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის დაგეგმვა უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა დააანონსა. მედიის ცნობით, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის გამართვის შესახებ ინფორმაცია კრემლშიც დაადასტურეს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს ემანუელ მაკრონიც დღეს გამართავს. სატელეფონო საუბარი საფრანგეთის დროით 18:00 საათზე იგეგმება.