„სიენენი“ ავრცელებს კვლევას, რომლის თანახმადაც, მარტში აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების 80 პროცენტი გამოვლენის გარეშე დარჩა
„სიენენი“ ავრცელებს კვლევას, რომლის თანახმადაც, მარტში აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა 80 პროცენტს ტესტი არ ჩატარებია და მათი დაავადება არ გამოვლენილა. „საიენს ტრანზლეიშენ მედისინის“ კვლევის თანახმად, მარტში კორონავირუსი 8.7 მილიონ ადამიანს ჰქონდა, ოფიციალური მონაცემებით კი, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 100 000 შემთხვევა ფიქსირდებოდა.
„კოვიდ-19“-ის ეპიდემიის პერიოდში გრიპის მსგავსი დაავადებებით ამბულატორიული პაციენტების რაოდენობის ანომალიური ზრდა აღმოვაჩინეთ, რაც ბევრ შტატში ეპიდემიის განვითარებასთან იყო კავშირში“, – წერენ „საიენს ტრანზლეიშენ მედისინის“ წარმომადგენლები.