„სიენენი“ – აშშ-ში შესაძლოა, კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი გაჩნდა

01:34, 09.01.2021

აშშ-ში შესაძლოა, კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი, ამერიკული შტამი ცირკულირებდეს. როგორც „სიენენი“ იუწყება, ამის შესახებ საუბარია თეთრი სახლის კორონავირუსის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშში, რომელიც 3 იანვრით თარიღდება.

ტელეკომპანიის ცნობით, ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის ამერიკული შტამი უფრო გადამდებია.

„შემოდგომა/ზამთრის მრუდი თითქმის ორჯერ აღემატება გაზაფხულისა და ზაფხულის შემთხვევათა ზრდის მრუდებს. ამ ზრდით ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა, არსებობდეს ამერიკული ვარიანტი, რომელიც აქ აღმოცენდა და 50%-ით უფრო გადამდებია იმ ბრიტანულ ვარიანტთან ერთად, რომელიც უკვე ვრცელდება ჩვენს საზოგადოებაში“, – ციტირებს „სიენენი“ ანგარიშიდან ფრაგმენტს.

მსგავსი