„სიენენი“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად შეატყობინა კონგრესს, რომ ფაქტობრივად შლის USAID-ს და მის ზოგიერთ ფუნქციას დეპარტამენტი შეითავსებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად შეატყობინა კონგრესს, რომ ფაქტობრივად შლის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მის ზოგიერთ ფუნქციას დეპარტამენტი შეითავსებს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სააგენტოს რეორგანიზაცია პირველი ივლისამდე განხორციელდება.
ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ი დაადანაშაულა გადასახადის გადამხდელთა ფულის არასწორ მართვაში და საზღვარგარეთული პროგრამების დაფინანსებაში, რაც არ შედის აშშ-ს ინტერესებში. USAID-ის ამჟამინდელი, ყოფილი თანამშრომლები და დახმარების ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სააგენტო იდეალური არ არის, მაგრამ აკმაყოფილებს სასიცოცხლო ჰუმანიტარულ საჭიროებებს და აძლიერებს ამერიკის რბილ ძალას.