„სიენენი“ - აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინამ აშშ-ის მიერ მიწოდებული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება დაიწყო
„სიენენი“ - აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინამ აშშ-ის მიერ მიწოდებული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება დაიწყო

უკრაინამ დაიწყო აშშ-ის მიერ მიწოდებული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება, – ამის შესახებ „სიენენი“ აშშ-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინის ჯარებმა დაიწყეს აშშ-ის მიერ მიწოდებული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისას. მედიის ცნობით, ამის შესახებ იტყობინება აშშ-ის ორი ოფიციალური პირი და კიდევ ერთი პირი, რომელიც ამ საკითხზე იყო ინფორმირებული.

„აშშ ჯერ კიდევ ელოდება უკრაინელი სამხედროების შეტყობინებებს იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურია საბრძოლო მასალა ბრძოლის ველზე“, – განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

შეგახსენებთ, აშშ-მა 8 ივლისს გამოაცხადა საბრძოლო მასალის გაგზავნის შესახებ და დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ისინი უკრაინას გადაეცა. როგორც „სიენენი“ წერს, იარაღის გამოყენება საკამათოა იმის გამო, რომ კასეტური იარაღები ავრცელებენ პატარა „ბომბებს“ დიდ ტერიტორიაზე, რაც პოტენციურად გრძელვადიან საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, თუ ისინი აფეთქდება.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ თუ უკრაინა კასეტურ იარაღს გამოიყენებს, რუსეთიც იმავე იარაღით უპასუხებს.