„სიენენი“ - აშშ-ის მიერ ევროპაში სტრატეგიული ბომბდამშენების გაგზავნა რუსეთისთვის ვაშინგტონის სიგნალია
აშშ-მა ევროპაში ექვსი სტრატეგიული ბომბდამშენი გაგზავნა. როგორც ტელეკომპანია „სიენენ-ი“ წერს, ეს არის სიგნალი, რომელსაც ვაშინგტონი მოსკოვს ყირიმის ანექსიის მეხუთე წლისთავზე უგზავნის.
სტრატეგიული ბომბდამშენები B-52, დიდ ბრიტანეთში მდებარე ფეიფორდის სამხედრო ბაზაზე დაეშვნენ.
ორშაბათს ბომბდამშენებმა რამდენიმე ფრენა შეასრულეს ევროპაში, მათ შორის ნორვეგიის, ბალტიის ზღვისა და საბერძნეთის საჰაერო სივრცეში.