„სიენენი“ – აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ ევგენი პრიგოჟინი რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის გამოწვევას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა

22:35, 24.06.2023

აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის გამოწვევას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. ამის შესახებ „სიენენი“ სამ სხვადასხვა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც სააგენტო წერს, დაზვერვის თანამშრომლებმა პრიგოჟინის გადაადგილებისა და რუსეთის სიახლოვეს აღჭურვილობის მობილიზების შესახებ ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში აცნობეს კონგრესის ლიდერთა ჯგუფს, რომლებიც ცნობილი არიან „რვიანის დაჯგუფების“ მეტსახელით.

სააგენტოს ცნობით, ამერიკელმა და დასავლელმა დაზვერვის მაღალჩინოსნებმა შენიშნეს ნიშნები, რომ პრიგოჟინმა მზადება დაიწყო, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალების მოგროვებით.

მსგავსი