სიდნეის სარკინიგზო სადგურში მატარებელი ჯებირს შეეჯახა - დაშავებულია 16 ადამიანი
სიდნეის სარკინიგზო სადგურში მატარებელი ჯებირს შეეჯახა - დაშავებულია 16 ადამიანი

სიდნეის სარკინიგზო სადგურში მატარებელი ჯებირს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 16 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ინციდენტი დღეს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:00 საათზე სიდნეის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე სადგურ რიჩმონდში მოხდა. მატარებელი პლატფორმის ბოლოს ჯებირს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. სამუშაოებში სახანძრო ეკიპაჟები და სამი ვერტმფრენია ჩართული.

მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. სიდნეის სარკინიგზო სისტემის წარმომადგენლის, ჰოვარდ კოლინსის თქმით, მათთვის გაუგებარია, რას უნდა გამოეწვია შეჯახება.