სიცილიას ქარბორბალა დაატყდა თავს
სიცილიას ქარბორბალა დაატყდა თავს

სიცილიას ქარბორბალა დაატყდა თავს. მედიის ცნობით,ცნობით, დაიღუპა 60 წლამდე მამაკაცი, რომლის საცხოვრებელი სახლიც სტიქიის ზონაში მოყვა.

სტიქიას თან გადაუღებელი წვიმა დაერთო, რამაც კუნძულზე წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც დროებით დაიხურა სკოლები.

აღსანიშნავია, რომ წელს აგვისტოში სიცილიაზე ევროპის მასშტაბით რეკორდული სიცხე 48.8 გრადუსი დაფიქსირდა. მეტეოროლოგები უჩვეულოდ თბილ შემოდგომაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რაც შტორმების ფორმირებას განაპირობებს.