სიჭინავა ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა -„ინგულეცს“ ქართველის შენარჩუნება გაუჭირდება #1TVSPOR
სიჭინავა ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა -„ინგულეცს“ ქართველის შენარჩუნება გაუჭირდება #1TVSPOR

ინგულეცის“ 26 წლის თავადმსხმელი ნიკა სიჭინავა, რომელმაც უკრაინის პრემიერლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში დონეცკის „ოლიმპიკთან“ სტუმრად მოგებულ (3:0) მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, „ფოოტბალ.უა“-მ პრემიერ ლიგის 24-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

ინგულეცის“ ფორვარდი ნიკა სიჭინავა ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელზეც გუნდის თამაშის ხარისხი პირდაპირ არის დამოკიდებული. ქართველმა შემტევმა კიდევ ერთხელ მოახერხა საუკეთესო მხარე ეჩვენებინა. ჯერ მან საგოლე გადაცემა შეასრულა, მერე კი თავად გაიტანა“, – წერს „ფუტბალ.უა“.

უკრაინული გამოცემამ მიანიშნებს, რომ ქართველი თავდამსხმელი, შესაძლოა, ახალი სეზონიდან უკეთეს გუნდში გადავიდეს: „ადვილი არ იქნება „ინგულცისთვის“, დაარწმუნოს თავისი 26 წლის თავდამსხმელი, რომ ასეთი დამაჯერებელი სეზონის შემდეგ გუნდში დარჩეს“.

აღსანიშნავია, რომ გამოცემამ ნიკა სიჭინავა ტურის სიმბოლურ ნაკრებში უკვე მესამედ დაასახელა. ქართველმა თავდამსხმელმა უკრაინის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა, ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა და საუკეთესო ბომბარდირთა ათეულშია.