„სიბიესი“ - აშშ-ის ქალაქ პორტლენდში ვანდალებმა ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი ჩამოაგდეს და აშშ-ის დროშა დაწვეს
„სიბიესი“ - აშშ-ის ქალაქ პორტლენდში ვანდალებმა ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი ჩამოაგდეს და აშშ-ის დროშა დაწვეს

აშშ-ის ქალაქ პორტლენდში ვანდალებმა ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი ჩამოაგდეს და აშშ-ის დროშა დაწვეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „სიბიესი“ ავრცელებს.

ვანდალებმა ბრინჯაოს ქანდაკებას თავზე აშშ-ის დროშა შემოახვიეს და შემდეგ მას ცეცხლი წაუკიდეს. მოგვიანებით, მათ მონუმენტი ჩამოაგდეს და წითელი საღებავი დაასხეს. ვანდალებმა ძეგლს 1619 დააწერს. ითვლება, რომ სწორედ ამ წელს ჩაიყვანეს პირველად აშშ-ში აფრიკელი მონები.

როგორც „სიბიესი“ იუწყება, ეს უკვე მეოთხე ძეგლია, რომელიც ორეგონის შტატში ვანდალების სამიზნე გახდა.

მომხდარს „ტვიტერით“ გამოეხმაურა რესპუბლიკელი სენატორი ადამ კინზინგერი. მისი თქმით, „ბოლშევიკთა ბანდებს აშშ-ის ისტორიის წაშლის უფლება არ უნდა ჰქონდეთ“.

„ეს წარმოუდგენელია. აშშ-ს დროშა დაწვეს ვაშინგტონის თავზე და ძეგლი ჩამოაგდეს. მე ამაყი ვარ, რომ ამერიკელი ვარ. ჩვენ არ უნდა მივცეთ ბოლშევიკთა ბანდებს ჩვენი ისტორიის წაშლის უფლება“, – წერს კინზინგერი „ტვიტერის“ გვერდზე.

დატოვე კომენტარი