სი ჯეი მაკკოლუმი მინიმუმ ოთხი კვირა ვერ ითამაშებს
სი ჯეი მაკკოლუმი მინიმუმ ოთხი კვირა ვერ ითამაშებს

პორტლენდისთვის“ 2020-21 წლების რეგულარული სეზონი კვლავ უიღბლოდ დაიწყო. „ბლეიზერსის“ კალათბურთელებს ბოლო წლების მანძილზე ტრავმები მოსვენებას არ აძლევენ.

რამდენიმე დღის წინ „ინდიანასთან“ წაგებულ მატჩში მაჯა მოიტეხა იუსუფ ნურკიჩმა. ბოსნიელი გუნდს მინიმუმ 8 კვირის მანძილზე ვერ დაეხმარება. „პორტლენდის“ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გუნდის ამ ფორმაციის ერთ-ერთი ლიდერი სი ჯეი მაკკოლუმი „ატლანტასთან“ შეხვედრაში დაშავდა. მაკკოლუმს მარცხენა ფეხზე მოტეხილობა დაუდგინეს და ის პარკეტზე გასვლას მინიმუმ 4 კვირა ვერ შეძლებს.