სი ჯეი მაკკოლუმი მინიმუმ ოთხი კვირა ვერ ითამაშებს
„პორტლენდისთვის“ 2020-21 წლების რეგულარული სეზონი კვლავ უიღბლოდ დაიწყო. „ბლეიზერსის“ კალათბურთელებს ბოლო წლების მანძილზე ტრავმები მოსვენებას არ აძლევენ.
რამდენიმე დღის წინ „ინდიანასთან“ წაგებულ მატჩში მაჯა მოიტეხა იუსუფ ნურკიჩმა. ბოსნიელი გუნდს მინიმუმ 8 კვირის მანძილზე ვერ დაეხმარება. „პორტლენდის“ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გუნდის ამ ფორმაციის ერთ-ერთი ლიდერი სი ჯეი მაკკოლუმი „ატლანტასთან“ შეხვედრაში დაშავდა. მაკკოლუმს მარცხენა ფეხზე მოტეხილობა დაუდგინეს და ის პარკეტზე გასვლას მინიმუმ 4 კვირა ვერ შეძლებს.
https://twitter.com/trailblazers/status/1351426310770360320?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1351426310770360320%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fuproxx.com%2Fdimemag%2Fcj-mccollum-out-four-weeks-hairline-fracture-foot-injury-blazers%2F&fbclid=IwAR3fL94EMcRN7MQ5c5EwyhykDpuerslUNDNdi9R7PhjdTSkj9QtdQ1sPMAU