„სი-ენ-ენი“ - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს დახურულად რამდენიმე დღეში გამოაცხადებს
„სი-ენ-ენი“ - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს დახურულად რამდენიმე დღეში გამოაცხადებს

იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და აშშ-ის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიებას დახურულად რამდენიმე კვირაში გამოაცხადებს, – ამის შესახებ „სი-ენ-ენ“-ი იუწყება.

მედიის ინფორმაციით, ამის შემდეგ იუსტიციის დეპარტამენტი კონგრესს გამოძიების შესახებ საიდუმლო ანგარიშს წარუდგენს.

მანამდე, ტელეკომპანია „ენ-ბი-სი“ იუწყებოდა, რომ სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიება თებერვლის ბოლოს დასრულდება.

შეგახსნებთ, ამერიკული სპეცსამსახურები რუსეთს 2016 წლის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებენ. ამ საკითხზე გამოძიებას ატარებს ფედერალური საგამოძიებო ბიურო, სენატის დაზვერვის კომიტეტი და ასევე სპეცპროკურ მიულერის ოფისი. დონალდ ტრამპი და მისი უახლოეს წრის წარმომადგენლები მუდმივად უარყოფენ რუსეთთან ფარულ კავშირს და შეთქმულებას.