სი ძინპინს შესაძლოა, პრეზიდენტობის ვადა 2023 წლის შემდეგაც გაუხანგრძლივდეს
სი ძინპინს შესაძლოა, პრეზიდენტობის ვადა 2023 წლის შემდეგაც გაუხანგრძლივდეს

სი ძინპინს შესაძლოა, პრეზიდენტობის ვადა 2023 წლის შემდეგაც გაუხანგრძლივდეს.

საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა დააყენა.

ინიციატივის თანახმად, კონსტიტუციიდან უნდა ამოიღონ მუხლი, რომელიც პრეზიდენტობის ვადას ორი ხუთწლიანი პერიოდით განსაზღვრავს.

გარდა ამისა, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი გამოდის წინადადებით, რომ კონსტიტუციის ტექსტში ჩაიწეროს პრეზიდენტ სი ძინპინის იდეები ახალ დროში ჩინური მახასიათებლებით კომუნიზმის გავრცელებასთან დაკავშირებით. ჩინეთის პრეზიდენტის იდეები გასულ წელს კომუნისტური პარტიის ყრილობის შემდეგ ქარტიაში ჩაიწერა. ყოველ 10 წელში ლიდერის ცვლილება ჩინეთის დინამიური განვითარების ერთ-ერთ საფუძვლად განიხილება.

სისტემა დენ სიაოპინის მმართველობის შემდეგ დამკვიდრდა. სი ძინპინმა წინამორბედი ჰუ ძინტაო 2012 წელს შეცვალა. სი ძინპინი მაო ძედუნის შემდეგ ჩინეთის ყველაზე გავლენიან ლიდერად სახელდება.