სი ძინპინმა ვიეტნამს ვაჭრობის სფეროში უფრო მჭიდრო ურთიერთობებისკენ მოუწოდა
სი ძინპინმა ვიეტნამს ვაჭრობის სფეროში უფრო მჭიდრო ურთიერთობებისკენ მოუწოდა

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ვიეტნამს ვაჭრობის სფეროში უფრო მჭიდრო ურთიერთობებისკენ მოუწოდა. ჰანოიში ვიზიტისას ჩინეთის ლიდერმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის შესახებ ათობით შეთანხმებას.

სი ძინპინმა მედიასთან საუბრისას, ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტისა და მწვანე ეკონომიკის სფეროებში ვიეტნამთან პარტნიორობის მნიშვნელობას.

ვიეტნამის ლიდერთან შეხვედრისას ხელი მოეწერა შეთანხმებებს რკინიგზისა და მიწოდების ჯაჭვების სხვადასხვა სფეროში. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სულ 45 შეთანხმება გაფორმდა.

სი ძინპინმა აღნიშნა, რომ „სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არიან“. მოგვიანებით, ვიეტნამის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა უნდა დაუპირისპირდეს ცალმხრივ ჩაგვრას.