სი ძინპინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან ონლაინფორმატში მოლაპარაკებას გეგმავს

16:37, 13.03.2023

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ონლაინფორმატში მოლაპარაკების გამართვას გეგმავს. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, მოლაპარაკება, სავარაუდოდ, მოსკოვში მომდევნო კვირაში დაგეგმილი ვიზიტის შემდეგ გაიმართება.

ამასთან, როგორც მედია იუწყება, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის პირველი მოლაპარაკება იქნება.

მსგავსი