სი ძინპინი ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ანტონიუ კოშტას მიმდინარე კვირაში შეხვდება

09:52, 21.07.2025

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ანტონიუ კოშტას მიმდინარე კვირაში შეხვდება. ჩინეთმა დაადასტურა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 50 წლისთავის აღსანიშნავად პეკინში ევროკავშირთან მაღალი დონის შეხვედრას გამართავს.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა პეკინში 24 ივლისს ჩავლენ, სადაც სი ძინპინს შეხვდებიან.

მსგავსი