სი ძინპინი - ტაივანის საკითხის გადაწყვეტა და სამშობლოს სრული გაერთიანება ისტორიული ამოცანაა
სი ძინპინი - ტაივანის საკითხის გადაწყვეტა და სამშობლოს სრული გაერთიანება ისტორიული ამოცანაა

ტაივანის საკითხის გადაწყვეტა და სამშობლოს სრული გაერთიანება ისტორიული ამოცანაა, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩინელმა ერმა დამოუკიდებელი ტაივანის შექმნის ნებისმიერი მცდელობა უნდა აღკვეთოს.

„აუცილებელია ერთიანი ჩინეთის პრინციპის, ასევე 1992 წლის შეთანხმების დაცვა და სამშობლოს მშვიდობიანი გაერთიანების პროცესის გააქტიურება. ჩინელმა ერმა დამოუკიდებელი ტაივანის შექმნის ნებისმიერი მცდელობა მტკიცედ უნდა აღკვეთოს და ქვეყნის აღორძინების პერსპექტივები ერთობლივად გახსნას. არავინ უნდა გამოსცადოს ჩინეთის სიმტკიცე, ნებისყოფა და პოტენციალი სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში“, – აღნიშნა სი ძინპინმა.