ჩინეთმა და აზერბაიჯანმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების ფარგლებში 20-მდე დოკუმენტს მოაწერეს ხელი
ჩინეთმა და აზერბაიჯანმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების ფარგლებში 20-მდე დოკუმენტს მოაწერეს ხელი

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან პეკინში მოლაპარაკებები გამართა. ჩინეთმა და აზერბაიჯანმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების ფარგლებში დაახლოებით 20 დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომლებიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა სამართლებრივი საკითხები, მწვანე განვითარება, ციფრული ეკონომიკა და სხვა.

„სატარიფო და სავაჭრო ომები ძირს უთხრის ყველა ქვეყნის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევთან შეხვედრისას.

სი ძინპინის თქმით, სატარიფო და სავაჭრო ომები აზიანებს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას და გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკურ წესრიგზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩინეთში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება.