სი ძინპინი - რთულ საკითხებზე მარტივი გადაწყვეტილებები არ არსებობს, ჩინეთი გააგრძელებს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების ხელშეწყობას
სი ძინპინი - რთულ საკითხებზე მარტივი გადაწყვეტილებები არ არსებობს, ჩინეთი გააგრძელებს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების ხელშეწყობას

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საუბრისას ჩინეთის ლიდერმა თქვა, რომ პეკინი მიესალმება რუსეთსა და აშშ-ს შორის კონტაქტების შენარჩუნებას.

რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე ომს, სი ძინპინის თქმით, რთულ საკითხებზე მარტივი გადაწყვეტილებები არ არსებობს და ჩინეთი გააგრძელებს მშვიდობისა და მოლაპარაკებების ხელშეწყობას.