სი ძინპინი მოსკოვში მომავალ კვირაში ჩავა
სი ძინპინი მოსკოვში მომავალ კვირაში ჩავა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვს მომავალ კვირას ეწვევა, –  აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს სი ძინპინის პირველი ვიზიტი იქნება რუსეთში.

ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ლიდერი მოსკოვში ჯერ კიდევ გასულ წელს გამართული ონლაინმოლაპარაკებების დროს მიიწვია.

აღსანიშნავია, რომ გასული თვის მიწურულს აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ, დაზვერვის ცნობით, ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს.