სი ძინპინი მაისის დასაწყისში საფრანგეთში, სერბეთსა და უნგრეთში ჩავა
სი ძინპინი მაისის დასაწყისში საფრანგეთში, სერბეთსა და უნგრეთში ჩავა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მაისის დასაწყისში ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს ეწვევა.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, სი ძინპინი საფრანგეთში, სერბეთსა და უნგრეთში ჩავა.

გავრცელებული ცნობით, ჩინეთის ლიდერს საფრანგეთში ორდღიანი ვიზიტი ექნება, რის შემდეგაც ბელგრადში გაემგზავრება. ევროპულ ტურნეს კი ბუდაპეშტში დაასრულებს.

სი ძინპინი უნგრეთში უკანასკნელად 2009 წელს იმყოფებოდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან ბოლო შეხვედრა კი ჩინეთის ლიდერმა შარშან პეკინში გამართა.

ცნობისთვის, მაისში ევროპაში დაგეგმილი ტურნე ჩინეთის ლიდერისთვის კორონავირუსის პანდემიის შემდეგ პირველი იქნება.