სი ძინპინი - დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთში ვიზიტი ნაყოფიერი იქნება, ახალ ბიძგს მისცემს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების სტაბილურ განვითარებას
სი ძინპინი - დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთში ვიზიტი ნაყოფიერი იქნება, ახალ ბიძგს მისცემს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების სტაბილურ განვითარებას

ჩინეთი და რუსეთი კარგი მეზობლები და საიმედო პარტნიორები არიან, დაკავშირებულები მთებით და მდინარეებით. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი ნაყოფიერი იქნება, ახალ ბიძგს მისცემს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების სტაბილურ განვითარებას, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის რუსეთში ვიზიტის დაწყებამდე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

სი ძინპინმა აღნიშნა, რომ აპირებს ვლადიმერ პუტინთან ორმხრივი ურთიერთობების დეტალურ განხილვას, ასევე ორმხრივი ინტერესების მნიშვნელოვან რეგიონულ და საერთაშორისო თემებზე საუბარს.

„ჩინეთი და რუსეთი არიან როგორც მსოფლიოს დიდი სახელმწიფოები, ასევე გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საერთაშორისო ასპარეზზე. არასტაბილურ მსოფლიოში ჩინეთი მზადაა, საერთაშორისო წესრიგის მტკიცედ დასაცავად რუსეთთან მუშაობა გააგრძელოს“, – აღნიშნა სი ძინპინმა.