სი ძინპინი - ჩინეთი დაამარცხებს კორონავირუსს
სი ძინპინი - ჩინეთი დაამარცხებს კორონავირუსს

ჩინეთი დაამარცხებს კორონავირუსს, – ეს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის განცხადებაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრის დროს გააკეთა.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ვერსიით, დონალ ტრამპი და სი ძინპინი შეთანხდნენ, რომ ვირუსთან ბრძოლაში ერთობლივ მუშაობას გააგრძელებენ.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად ჩინეთში დაღუპულთა რიცხვი 636-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულია 31 ათასი ადამიანი.