სი ძინპინი - ჩინეთი არ დებს ფსონს აშშ-ის წაგებაზე, არ ერევა მის შიდა საქმეებში, აშშ-მაც არ უნდა დადოს ფსონი ჩინეთის წაგებაზე, თავი შეიკავოს ჩინეთის საქმეებში ჩარევისგან, არავისთან ვაპირებთ არც ცივ და არც ცხელ ომს
სი ძინპინი - ჩინეთი არ დებს ფსონს აშშ-ის წაგებაზე, არ ერევა მის შიდა საქმეებში, აშშ-მაც არ უნდა დადოს ფსონი ჩინეთის წაგებაზე, თავი შეიკავოს ჩინეთის საქმეებში ჩარევისგან, არავისთან ვაპირებთ არც ცივ და არც ცხელ ომს

ჩინეთი არავისთან აპირებს არც ცივ და არც ცხელ ომს, – ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩინეთი მზად არის, იყოს აშშ-ის პარტნიორი და მეგობარი.

„ჩვენი ფუნდამენტური პრინციპები ურთიერთობებში არის ურთიერთპატივისცემა, მშვიდობიანი თანაცხოვრება და მომგებიანი თანამშრომლობა. ჩინეთი და აშშ საბოლოოდ კონკურენტები არიან თუ პარტნიორები, ფუნდამენტური და ყოვლისმომცველი საკითხია. ლოგიკა ძალიან მარტივია: თუ ერთი განიხილავს მეორეს, როგორც მთავარ კონკურენტს, ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გამოწვევას და მუდმივ მოახლოებულ საფრთხეს, ეს აუცილებლად გამოიწვევს მცდარ პოლიტიკას, არასწორ ქმედებებს და მცდარ შედეგებს. ჩინეთი არასოდეს დებს ფსონს აშშ-ის წაგებაზე, არასოდეს ერევა აშშ-ის საშინაო საქმეებში და არ აპირებს აშშ-ის გამოწვევას ან შეცვლას. ჩინეთი მიესალმება თავდაჯერებულ, ღია, განვითარებად და აყვავებულ აშშ-ს. ანალოგიურად, აშშ-მა არ უნდა დადოს ფსონი ჩინეთის წაგებაზე, თავი შეიკავოს ჩინეთის საქმეებში ჩარევისგან. ჩინეთი არავისთან აპირებს არც ცივ ომს და არც ცხელ ომს“, – განაცხადა სი ძინპინმა.