სი ძინპინი – ჩინეთი არ დაესხმება თავს სხვა ქვეყნებს და არ შეეცდება ჰეგემონიის მოპოვებას

12:38, 22.09.2021

ჩინეთი არავითარ შემთხვევაში არ დაესხმება თავს სხვა ქვეყნებს და არ შეეცდება ჰეგემონიის მოპოვებას, – აღნიშნულის შესახებ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რიგით 76-ე სესიაზე დებატებისას განაცხადა.

„ჩინელი ხალხი ყოველთვის მშვიდობისა და ჰარმონიისკენ სწრაფვას ცდილობდა. ჩინეთი არასოდეს დაესხმება თავს სხვა ქვეყნებს, არავის დაჩაგრავს და ჰეგემონიის მოპოვებას არ ეცდება. ჩინეთი გლობალური მშვიდობისა და უნივერსალური განვითარების მომხრე, საერთაშორისო წესრიგის დამცველი და საერთო სიკეთის წყაროა. ჩინეთი გააგრძელებს მსოფლიოსთვის ახალი შესაძლებლობების მიწოდებას საკუთარი განვითარების გზით“, – აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.

მსგავსი