სი ძინპინი აშშ-ში ჩავიდა, დონალდ ტრამპი „ენდრიუსის“ სამხედრო ბაზაზე მას პირადად დახვდა
ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში ჩავიდა.
მედიის ცნობით, 1962 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი უცხო ქვეყნის ლიდერს „ენდრიუსის“ სამხედრო ბაზაზე პირადად დახვდა.
„ჩინეთი და შეერთებული შტატები პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები“, – აღნიშნულია სი ძინპინის განცხადებაში, რომელიც ჩინეთის საელჩომ წერილობით გაავრცელა.
წინასწარი ცნობით, ჩინეთის ლიდერის აშშ-ში ვიზიტი მოიცავს დახურულ შეხვედრებს, სახელმწიფო ვახშამს და არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე მოლაპარაკებებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე, ირანის ომსა და ტაივანზე, ასევე სავაჭრო ზავის გახანგრძლივებაზე.