სი ძინპინი – ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში მიმდინარე ომმა რეგიონის მასშტაბით მოსახლეობას სერიოზული ზარალი მიაყენა, „ბრიქსის“ ქვეყნებმა მტკიცედ უნდა დაიკავონ ისტორიის სწორი მხარე

15:49, 12.09.2026

ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში მიმდინარე ომმა რეგიონის მასშტაბით მოსახლეობას სერიოზული ზარალი მიაყენა და არ ემსახურება საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო ინტერესებს, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა.

ნიუ დელიში გამართულ BRICS-ის მე-18 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ BRICS-ის ქვეყნებმა მტკიცედ უნდა დაიკავონ ისტორიის სწორი მხარე. სი ძინპინმა BRICS-ის ქვეყნებს მოუწოდა, იყვნენ პირველები ინოვაციური განვითარების, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების, ცივილიზაციებს შორის ურთიერთსწავლისა და გლობალური მმართველობის გაუმჯობესების კუთხით.

ჩინეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ BRICS-ის ქვეყნებმა საერთაშორისო წესრიგი მეტი სამართლიანობისა და თანასწორობისკენ უნდა წარმართონ და ერთობლივად იმუშაონ კაცობრიობისთვის საერთო მომავლის მქონე თანამეგობრობის შესაქმნელად.

მსგავსი