სი ძინპინი – ახლო აღმოსავლეთის ხალხი საკუთარი საქმეების ბატონ-პატრონი უნდა დარჩეს და გარე ჩარევა უარყოფილი უნდა იქნეს

20:49, 02.09.2026

ახლო აღმოსავლეთის ხალხი საკუთარი საქმეების ბატონ-პატრონი უნდა დარჩეს და გარე ჩარევა უარყოფილი უნდა იქნეს, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ეგვიპტეში ვიზიტის დროს განაცხადა.

სი ძინპინის თქმით, ჩინეთი მხარს უჭერს რეგიონის ქვეყნებს მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ დიალოგის გაძლიერებაში, ახლო აღმოსავლეთისთვის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შესწავლასა და საკუთარი მომავლის საკუთარ ხელში აღებაში.

სი ძინპინმა აღნიშნა, რომ რეგიონში საერთო უსაფრთხოების ხელშესაწყობად უნდა იქნეს მიღებული ყოვლისმომცველი მიდგომა და ახლო აღმოსავლეთში მრავალი „ცხელი წერტილისა“ და, მათი მჭიდრო ურთიერთდაკავშირების გათვალისწინებით, უნდა იქნეს მოძიებული ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებები.

„საერთაშორისო საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი გარე ძალებმა, უნდა უარი თქვან ორმაგ სტანდარტებზე ახლო აღმოსავლეთში, პატივი სცენ რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და დაიცვან რეგიონული მშვიდობა და სტაბილურობა“, – აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი