სი ძინპინი აცხადებს, რომ მზადაა, აშშ-თან ორმხრივი სარგებლისთვის იმუშაოს
სი ძინპინი აცხადებს, რომ მზადაა, აშშ-თან ორმხრივი სარგებლისთვის იმუშაოს

ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი აცხადებს, რომ მზადაა, იმუშაოს აშშ-თან ორმხრივი სარგებლისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჩინურ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა შესაძლოა, ინდონეზიაში ნოემბრის ბოლოს შედგეს.

როგორც „როიტერი“ წერს, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთმა და აშშ-მა უნდა განამტკიცონ კომუნიკაცია და თანამშრომლობა, რათა მსოფლიოში სტაბილურობა უზრუნველყოფილი იყოს.

„მსოფლიო დღეს არაა მშვიდობიანი და მშვიდი. ჩინეთმა და აშშ-მა ერთად უნდა შეუწყონ ხელი საერთაშორისო სტაბილურობას“, – ნათქვამია ჩინეთის ლიდერის განცხადებაში.

სი ძინპინის თქმით, თანამშრომლობის განმტკიცება ორივე ქვეყანას თანაბარ სარგებელს მოუტანს და მსოფლიოსაც.

ჩინეთსა და აშშ-ს შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობები დაძაბულია ტაივანისა და რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის გამო.