სი ძინპინი - ჩინეთი მოქმედებდა ღიად, გამჭვირვალედ და პასუხისმგებლობით
სი ძინპინი - ჩინეთი მოქმედებდა ღიად, გამჭვირვალედ და პასუხისმგებლობით

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი აცხადებს, რომ ჩინეთი უახლოესი ორი წლის განმავლობაში, „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ საბრძოლველად და განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად 2 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს.

გარდა ამისა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი შეიმუშავებს ვაქცინას ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, ის ხელმისაწვდომი იქნება და გლობალური საზოგადოებრივი სიკეთე გახდება.

ამის შესახებ სი ძინპინმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ჩინეთის ლიდერმა პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა გამო სამძიმარი გამოთქვა და განაცხადა, რომ ჩინეთი მოქმედებდა ღიად, გამჭვირვალედ და პასუხისმგებლობით.

მისი თქმით, პეკინმა საერთაშორისო საზოგადოებას „კოვიდ-19“-ის გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დროულად მიაწოდა.

სი ძინპინმა პანდემიის წინააღმდეგ გლობალურ რეაგირებაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ, ამ მხრივ, წამყვანი როლი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა შეასრულოს. მან ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

დატოვე კომენტარი