სი ძინპინი - ჩინეთი ყოველთვის იქნება რუსეთის კარგი მეზობელი, კარგი მეგობარი საერთო ინტერესებისთვის
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ორმხრივ მოლაპარაკებებს მართავს.
სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი ყოველთვის იქნება რუსეთისთვის კარგი პარტნიორი.
„ჩინეთი ყოველთვის იქნება რუსეთის კარგი მეზობელი, კარგი მეგობარი საერთო ინტერესებისთვის, გავაგრძელოთ მეგობრობის განტმკიცება ორ ხალხს შორის, ვიმუშაოთ ერთად, რათა მივაღწიოთ განვითარებას და დავიცვათ სამართლიანობა მსოფლიოში“, – განაცხადა ჩინეთის ლიდერმა შეხვედრაზე.
სი ძინპინმა ასევე მიულოცა პუტინს მეხუთე ვადით პრეზიდენტად არჩევა და აღნიშნა რუსეთ-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 75 წლის იუბილე.