შვიდკაცა რაგბი | საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მეოთხე ადგილი დაიკავა #1TVSPORT
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ხორვატიის ქალაქ მაკარსკაში რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა.
ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიას 29:17 მოუგეს, ხოლო გერმანიასა (5:22) და ირლანდიასთან (10:17) დამარცხდნენ. მეოთხედფინალში „ბორჯღალოსნებმა“ ბელგიას 12:7 სძლიეს, ნახევარფინალში კი საფრანგეთთან 7:26 წააგეს.
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველი მორაგბეები კვლავ გერმანიას დაუპირისპირდნენ, მაგრამ მოგება ვერც ამჯერად შეძლეს – 7:31 და ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულეს.
შვიდკაცა რაგბის ნაკრების შემადგენლობა ხორვატიის ტურნირზე:
გიორგი ჭუაძე, სერგი ჩხაიძე, დავით იმნაძე, საბა არჩვაძე, ირაკლი სიმსივე, რომან მახათაძე, ლევან ნარიმანიძე, ლუკა ალიბეგაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი ჯობავა, ამირან შვანგირაძე, იოსებ მათიაშვილი, თემურ კოხოძე.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი 28-30 ივნისს გერმანიაში, ჰამბურგში გაიმართება.