შვიდი ქართველი ერთა ლიგის სიმბოლურში
შვიდი ქართველი ერთა ლიგის სიმბოლურში

ცნობილმა სტატისტიკურმა ვებ-გვერდმა whoscored.com-მა ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის პირველი ჯგუფის ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც 11-დან შვიდი მოთამაშე საქართველოს ეროვნული ნაკრებიდანაა.

whoscored.com მიუთითებს, რომ თითოეულ პოზიციაზე ნაჩვენებია კონკრეტულ ტურში საუკეთესო რეიტინგის მქონე მოთამაშე.

მეკარე
გ. ლორია (საქართველო 7,1 ქულა)

მცველები
ო. კაკაბაძე, საქართველო, (7,8)
იური ლოგვინენკო (ყაზახეთი 8,2)
ს. კვირკველია (საქართველო 7.7)
გაფურჟან სიუიმბაევი (ყაზახეთი 8.2)

ნახევარმცველები
გიორგი ჩაკვეტაძე (საქართველო, 8.6)
ჯაბა კანკავა (საქართველო, 8.2)
ნ. კვეკვესკირი (საქართველო, 7.7)
აიურჟან ისლამხანი (ყაზახეთი, 7.6)

თავდამსხმელები: ვ. ყაზაიშვილი (საქართველო, 8.0) ბახტიარ ზაინუტდინოვი (ყაზახეთი, 7.2)