შვიდი გოლი მანჩესტერში, „სიტიმ“ „რეალს“ 4:3 მოუგო - ჩემპიონთა ლიგა, 1/2 ფინალი, პირველი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
შვიდი გოლი მანჩესტერში, „სიტიმ“ „რეალს“ 4:3 მოუგო - ჩემპიონთა ლიგა, 1/2 ფინალი, პირველი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* ქარიმ ბენზემამ მე-600 მატჩი ჩაატარა „რეალში“. ფრანგი დაეწია ფრანსისკო ხენტოს, რომელიც მადრიდულ კლუბში 1953-71 წლებში თამაშობდა. ამ დუეტზე წინ არიან – ფერნანდო იერო (601 მატჩი), სანტილიანა (645), სერხიო რამოსი (671), მანოლო სანჩესი (710), იკერ კასილიასი (725) და რაული (741).

* კევინ დე ბრუინმა ბოლო რვა მატჩში ცხრა ქულა (5 გოლი+4 შედეგიანი გადაცემა).

* დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტის“ ყველაზე სწრაფი გოლი (93-ე წამი) გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. ეს გოლი ასევე ყველაზე სწრაფია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპებზე.

* გაბრიელ ჟესუსს „რეალის“ წინააღმდეგ სამ მატჩში სამი გოლი აქვს.

* „რეალმა“ პირველად გაუშვა ჩემპიონთა ლიგაზე მე-11 წუთისთვის ორი გოლი.

* ბენზემამ კარიერაში პირველად გაიტანა ერთ სეზონში 40 გოლი.

* ბენზემამ მიმდინარე ლიგაზე მე-14 გოლი გაიტანა და ტურნირის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

 

მანჩესტერ სიტი-რეალი          4:3

გოლები: 1:0 დე ბრუინი (2), 2:0 გაბრიელ ჟესუსი (11), 2:1 ბენზემა (33), 3:1 ფოდენი (53), 3:2 გაბრიელ ჟესუსი (55), 4:2 ბერნარდო სილვა (74), 4:3 ბენზემა (82-პენ)

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი – სტოუნზი (36. ფერნანდინიო), რუბენ დიაში, ლაპორტი, ზინჩენკო – დე ბრუინი, როდრი, ბერნარდო სილვა – მაჰრეზი, გაბრიელ ჟესუსი (83. სტერლინგი), ფოდენი.

რეალი (4-3-3): კურტუა – დანიელ კარვახალი, ედერ მილიტაო, ალაბა (46. ნაჩო ფერნანდესი), მენდი – ვალვერდე, კროოსი, მოდრიჩი (79. სებალიოსი) – როდრიგო (70. კამავინგა), ბენზემა, ვინისიუსი (88. მარკო ასენსიო).